შობის ფასადი
შობის ფასადი დასრულებული იყო 1935 წლამდე, სანამ სამუშაოები დროებით შეჩერდებოდა ესპანეთის სამოქალაქო ომის გამო და მთლიანად განიცდის გაუდის პირდაპირ გავლენას. ამ ფასადზე ,მაგ: სამი პორტიკი გამოფილია ორ სვეტად, თითვეულის ძირში ხმელეთის და ზხვის კუა გამოსახული , ერთი წარმოადგენს ხმელეთს და მეორე ზხვას, ორივე ერთად კი სიმბოლოა დროის, როგორც რახაც ურყევის, მუდმივისა და უცვლელის, მისგან განსხვავებით ფასადის თითოეულ მხარეს გამოსახულია ორი ქამელეონი- ცვლილების სიმბოლო. ფასადი უყურებს ამომავალ მზეს ჩრდილო აღმოსავლეთით- იესოს დაბადების სიმბოლო. ფასადი გაყოფილია სამ პორტიკად თითოული მათგანი სიმბოლურად წარმოადგენს სამ სათნოებას: იმედს, რწმენას და სიყვარულს, რადგან გაუდი ხვდებოდა, რომ ტაძრის დასრულებას ვერ მოესწრებოდა გადაწყვიტა ჯერ ეს პასადი დაესრულებინა.
ვნების ფასადი
ვნების ფასადი განსაკუთრებით გასაოცარია მისი გაძვალტყავებული, ნაწამები სიმბოლოებით, იესო ქრისტეს გამხდარი, გამოფიტული გაწკეპლილი და ჯვარცმული სხეულის ჩათვლით. მისი საკამატო დიზაინი ეკუთვნის ხოსეპ მარია სუბირასკას.
დიდების ფასადი
ყველაზე დიდი და გასაოცარი იქნება დიდების ფასადი, რომლის მშენებლობაც 2002 წელს დაიწყო, ეს იქნება მთავარი ფასადი , რომლის გავლითაც ცენტრალურ ნავში მოხვდება მნახველი. მიძღვნილია ისეო ქრისტეს ღვტიური დიდებისათვის, ის ტავისი შინაარსით წარმოადგენს უფლისაკენ მიმავალ გზას. გაუდი აცნობიერებდა,რომ ფასადს დასრულებული სახით ნახვას ვერ მოასწრებდა და დატოვა ძირითადი ესკიზი თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის. იმასთვის რომ მნახველმა მიახწიოს დიდების პორტიკს საჭიროა დიდი კიბის გავლა, რომელიც ქმნის მიქისქვეშა გასავლელს მალიორკას ქუჩის ქვეშ და სიმბოლურად წარმოადგენს ჯოჯოხეთს. მორთული იქნება დემონებითა და კერპებით. განსაწმენდელსა და სიკვდილს სიმბოლურად საფლავის ფილები გამოხატავს. პორტის ექნება შვიდი დიდი სვეტი, რომელიც სიმბოლო იქნება შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის, მწვერვალზე კი იქნება შვიდი სათნოების.