Sunday, February 10, 2013

საგრადა ფამილია-,,წმინდა ოჯახი''



       ცეცხლოვანი მუსიკა , პიკასოს მუზეუმი და მიროს კოლექციები ეს ყველაფერი ბარცელონას    სიამაყეა, თუმცა კატალონიის დედაქალაქში სიამაყეების სიამაყე  ანტონიო გაუდის შედევრებია. ერთ-ერთი მათგანი საგრადა ფამილიაა.მონუმენტური ეკლესია, გაუდის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები.
         მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და მისი ფორმალური სახელია ,,წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი''(temple expiatori de la sagrada familia) ანტონიო გაუდი ამ პროექტზე 40 წელი მუშაობდა და საკუთარი ცხოვრების ბოლო 15 წელი სრულიად ამ მიზანს დაუთმო. უსაშველოდ ხანგრძლივი  მშენებლობის პროცესის გამო გაუდის ხუმრობით უთქვამს ,,ჩემს კლიენტს არ ეჩქარება-ო''.
          გაუდის გარდაცვალების შემდეგ 1926 წელს, მშენებლობაზე მუშაობა გააგრძელეს დომენიკ სუგრანიესის ხელმღვანელობით,სანამ 1935 წელს ესპანეტის სამოქალაქო ომი დაიწყებოდა.
        მიუხედავად იმისა ,რომ ტაძარი დაუმთავრებელია, იგი 2010 წელს პაპმა ბენედიქტ მეტექვსეტემ აკურთხა და ღვთის  მსახურებისთვის ვარგისიანად გამოაცხადა.
      საგრადა ფამილიას არქიტექტორის ჩანაპიქრში  ,,მე-20 საუკუნის ეკლესიის''ტიტული უნდა მოეპოვებინა.  ეს ასეც მოხდა, თუმცა გაუდი ამ დღეს ვერ მოესწრო. ანტონიო გაუდის ტრამვაი დაეჯახა და ეკლესია, რომელსაც მთელი ცხოვრება შეაწირა დაუმთავრებელი დარჩა.მოულოდნელი სიკვდილის გამო პროექტი დაუმტავრებელი დარჩა. ვინაიდან ანტონიო წინასწარი მონახაზების გარეშე მხოლოდ საკუთარი წარმოსახვის საფუძველზე მუშაობდა, მისმა თანამშრომლებმა ტაძრის დასრულება ვერ მოახერხეს, ამჟამად საგრადა ფამილიას რესტავრაცია უკეთდება, თუმცა აშკარაა განსხვავება მის ნამუშევარსა და გვიანდელ დამატებას შორის.მუშაობის ამგვარი სტილის გამო  შეარქვეს ესპანელებმა გაუდის ,, ხმერთის არქიტექტორი''.

No comments:

Post a Comment